რობერტ ფიცო: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან „ქართული ლეგიონი“ დგას

რობრტ

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

სლოვაკეთის შს მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, სლოვაკეთში შესვლა კიდევ 10 პირს აეკრძალა, მათი რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემა Denník N-ის კომენტატორ მარტინ მ. შიმეჩკა.

სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორთან და ოპოზიციასთან. მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი.

მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციის თანამშრომლები და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები“.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დანაშაულის ჩადენის ეჭვებზე, როგორიცაა სუბსიდირების თაღლითობა“, – განაცხადა პაველ გასპარმა.