რიანას რეპის ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს

რიანა

 ზუსტად ერთი კვირის წინ, რიანამ სოციალურ არხებში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ბარბადოსელი მუსიკოსი თავისი გამორჩეული ხმის ტემბრითა და ცეკვის სტილით, GloRilla-ს ტრეკს – TGIF-ს რეპავს.

ვიდეოში ჩნდება რიანას პარტნიორი, ამერიკელი რეპერი A$AP Rocky-იც, რომელიც გაოცებული, უსიტყვოდ აკვირდება რიანას ენერგიულ მოძრაობებს. წყვილის რამდენიმე წამიანმა ენერგიულმა და ბუნებრივმა ვიდეომ ყველას მოწონება დაიმსახურა, მეტიც, რიანას ინსტაგრამზე ვიდეოს უკვე 166 მილიონი ნახვა აქვს. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

  Forbes-ის მიხედვით, სოციალურ ქსელ X-ზე რიანას ვიდეოს 1.3 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. ამ მაჩვენებლით რიანას ტვიტი მხოლოდ ილონ მასკის ტვიტს ჩამორჩება, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა და ამ დროისათვის 1.5. მილიონი მოწონება აქვს. ეს კი, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რიანას პერფორმანსებისა და პერსონის მიმართ ინტერესი კვლავ ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ბოლო ალბომი 8 წლის წინ გამოვიდა, ფანები მოთმინებით ელიან და მზად არიან რიანას მუსიკალური ქამბექისთვის.