იტალიის საკურორტო რეგიონში საშიში დაავადების გავრცელების გამო განგაშია

დენგე

იტალიის საკურორტო რეგიონში საშიში დაავადების გავრცელების გამო განგაშია. კურორტზე დენგეს ცხელების შემთხვევების ზრდას იკვლევენ. ეს კურორტი ადრიატიკის სანაპიროზე მდებარეობს.

მხოლოდ პატარა ქალაქ ფანოში 2024 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა დაავადების 100-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 35 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

იმავდროულად, მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ, რატომ დაარტყა ამ დაავადებამ ასე მძიმედ 60 000-კაციან სანაპირო ქალაქს.

„საბედნიეროდ, ინფექციის ზონა ძალიან მცირეა, რადგან კოღოებს აქვთ შეზღუდული მოძრაობა 200 მეტრით,” - თქვა მკვლევარმა. 

დენგეს ცხელება ევროპაში

2024 წლის ზაფხულის დასაწყისში, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) გამოაცხადა დენგეს ცხელების შემთხვევების სწრაფი ზრდა მთელ ევროპაში, აზიური კოღოების გავრცელების გამო, რომლებიც ავრცელებენ ამ საშიშ დაავადებას. საერთო ჯამში, გაფრთხილება ევროპის 11 ქვეყანაზე იყო გაცემული.

დენგეს ცხელება თავდაპირველად პრობლემას წარმოადგენდა აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ყოველწლიურად აღირიცხებოდა ინფექციის მილიონობით შემთხვევა და ათიათასობით სიკვდილი. თუმცა, გლობალური დათბობის გამო, ბოლო წლებში ის გავრცელდა სამხრეთ ევროპაში. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, მხოლოდ იტალიაში წელს დაფიქსირდა 500 შემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ქვეყანას არ დაუფიქსირებია დენგეს სიკვდილის შემთხვევები, ექიმები შეშფოთებულნი არიან, რომ სურათი შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ჩანს, რადგან ბევრი ასიმპტომური შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.