კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემქაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა.
როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვეშ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს რომ ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დაძაბული იქნება.
ვერძი
მასთან დალაპარაკება ადვილია, თუმცა მისი წყენაც მარტივია. ტრანსფორმაციის პერიოდი აქვს. უფრო მეტად აცნობიერებს რა აკლდა ურთიერთობებს. მასთან მოლაპარაკება 20-22 რიცხვის შემდეგ გართულდება, ჯობია ვერძთან ურთიერთობა ამ რიცხვებამდე მოაგვაროთ. თვის პირველი ნაწილი გამოიყენეთ პროდუქტიულად.
კურო
ბევრი ადამიანი მზად არის კარი შეაღოს მომავალში. თქვენ ჯერ კიდევ გიწევთ დათანხმდეთ სიტუაციას რომელიც არ გინდათთუმცა გიწევთ. გაუცნობიერებლად გიწევთ შეხვიდეთ მესამე პირი ურთიერთობებში. არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. თუ არ გინდა რომ ბრაზობდეთ ან იტანჯებოდეთ, რესურსი ჩადეთ საკუთარ თავში. თვის ბოლოს კი სხვანაირად მიიღებთ გადაწყვეტილებებს.
ტყუპები
თვის პირველ ნახევარში პარტნიორული ურთიერთობების კუთხით შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი. თვის ბოლოს კი შესაძლოა გაშიშვლდეთ ურთიერთობებში. საოცარი გულწრფელობების ამოფრქვევა იქნება. ასევე შესაძლოა მოულოდნელად გაჩენილი ეჭვები გქონდეთ.
კირჩხიბი
მთელი თქვენი ყურადღება აქტიურად ტრიალებს ოჯახის გარშემო. პირადი და ოჯახი არის ერთმანეთზე მიბმული. ზედმეტად ხართ კონცენტრირებული ოჯახის წევრებზე. გაქვთ საშუალება გაიაზროთ სად იყო პრობლემა. ემოციების საბოლოო გააზრების პერიოდია.
ლომი
თვის პირველი ნაწილში არ მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები და მიაქციეთ ყურადღება რას ლაპარაკობთ. მომატებულია ემოციური ფონი. თავს ცოტა უსუსურად გრძნობთ და გარანტიებს ეძებთ. ემოციურ ნიადაგზე არ გადაწვათ ხიდები და 12-14 რიცხვის მერე ყველაფერი დალაგდება. პრობლემა შეიძლება იყოს არასწორი კომუნიკაციაც. განაგრძეთ კითხვა...