Reuters: ისრაელის იერიშებს ღაზაში 15 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელი

ისრაელის საჰაერო იერიშებს ღაზის სექტორში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა თავდაპირველად ქალაქ ღაზაში სკოლა დაბომბა, სადაც თავშესაფარი იყო მოწყობილი. დაბომბვას რვა ადამიანი ემსხვერპლა. მოკლულთა შორის დაჯგუფება „ჰამასის“ ყოფილი სპიკერის ფავზი ბარჰუმის შვილია.

კიდევ ოთხი ადამიანი ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაში, შეჯაიას გარეუბანზე მიტანილ ავიაიერიშს ემსხვერპლა. ხოლო სამი ადამიანი ანკლავის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ლაჰიას რაიონის დაბომბვას შეეწირა.