პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ახალი გენერალი ჰყავს, რომელიც უკრაინაში ომს მეთვალყურეობს.
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად რუსეთმა არმიის გენერალი, სირიაში ნაბრძოლი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა.
60 წლის დვორნიკოვი რუსეთის სამხედრო ოპერაციების პირველი მეთაური იყო სირიაში, მას შემდეგ რაც პუტინმა იქ ჯარები გაგზავნა 2015 წლის სექტემბერში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდასაჭერად.
დვორნიკოვის მეთაურობის დროს სირიაში 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივნისამდე, რუსულმა ავიაციამ მხარი დაუჭირა ასადის რეჟიმს და მის მოკავშირეებს, როდესაც მათ ალყა შემოარტყეს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოს, დაბომბეს მჭიდროდ დასახლებული უბნები, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.
მანამდე, 2000 წლიდან 2003 წლამდე დვორნიკოვი მსახურობდა რუსეთის ხანგრძლივ კამპანიაში ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის ჩეჩნეთის მეორე ომის ჩათვლით, რომელმაც ჩეჩნეთის რეგიონალური დედაქალაქი გროზნო ნანგრევებად აქცია. რუსულმა ძალებმა ანალოგიური ქმედება ჩაიდინეს უკრაინაში, დაარტყეს საცხოვრებელ შენობებს დიდ ქალაქებში და გაანადგურეს უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის დიდი ნაწილი.
გაწეული სამსახურისთვის დვორნიკოვს კრემლმა „რუსეთის ფედერაციის გმირის“ წოდება 2016 წლის მარტში მიანიჭა.
ახალი გენერალური მეთაურის დანიშვნა, რომელიც უხელმძღვანელებს რუსეთის ომს უკრაინაში, როგორც ჩანს, არის კიდევ ერთი პრობლემის გამოსწორების მცდელობა, რომელიც აფერხებს რუსეთის ძალებს მიზნის მიღწევაში,
ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ უკრაინული ქვედანაყოფების მცირე რაოდენობა უფრო ჭკვიანურად და დაკვირვებით მოქმედებდნენ.