ლუკა ჯავახიშვილი ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია

ლუკა ჯავახიშვილი

ლუკა ჯავახიშვილი ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია. 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ჯავახიშვილმა თანამემამულე ნიკოლოზ დავლაძე დაამარცხა.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციას კიდევ სამი მედალი ლუკა გადელიამ, მათე ბერუაშვილმა და ნინო ლოლაძემ მოუტანეს - ისინი 60, 73 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

✕