ყველა წმინდანის დღესასწაული - რატომ მოდიან გარდაცვლილები ცოცხლებთან 1 ნოემბერს
1793476156
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
"სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 43 შეკვრა "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.