საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaradze

"არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი",  - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პასუხი დღემდე არ მიგვიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად, თითქოს საქართველო ამ ვითარებაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპანტ რუსეთთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე უჭერს მხარს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე რატომ განხორციელდბა დემარში? ამ ყველაფერზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, - განმარტა მდინარაძემ.