პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს. ამის შესახებ CNN წერს.
„წუხელ კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებმა. ისინი აგრძელებენ დარტყმებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურისკენ. მსხვერპლი არ არის არც სამოქალაქო პირებს შორის და არც რკინიგზის მუშაკებს შორის“,- განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თავმჯდომარემ.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა ხუთი ლოკომოტივი, ლიანდაგი და ელექტროგადამცემი ხაზები.
„ეს მხოლოდ რკინაა, ჩვენ ამას აღვადგენთ”, - თქვა მან.
ცნობისთვის, აქამდე რუსებმა კრამატორსკში დაბომბეს რკინიგზის სადგური, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. კვირას თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, 109 კი დაიჭრა.