1732737464
რა არის ჰამასი? რა ხდება ისრაელში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ყველაფერი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე
რა არის ჰამასი?
ჰამასი აკრონიმი, სრული სახელი - „ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ-ისა“ პირდაპირი თარგმანი, როგორც „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“. ეს არის ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც მართავს ღაზას სექტორს.
ჰამასი ღაზას 365 კვ/კმ ტერიტორიას აკონტროლებს, სადაც 2 მილიონ ადამიანზე მეტო ცხოვრობს.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის მიერ.
ჰამასს მხარს უჭერს ირანი, რომელიც მათ იარაღით უზრუნველყოფს და მათი მებრძოლების წვრთნებს აფინანსებს.
რა არის ღაზას სექტორი?
ღაზას სექტორი არის 41 კმ (25 მილი) სიგრძის და 10 კმ სიგანის ტერიტორია ისრაელს, ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვას შორის. სადაც დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
გაეროს მონაცემებით, ღაზას მოსახლეობის დაახლოებით 80% დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. ერთი მილიონი ადამიანი ყოველდღიურად სხვადასხვა დახმარებებით მიღებულ საკვებზეა დამოკიდებული.
2005 წელს ისრაელმა მთლიანად დატოვა ღაზის სექტორი, იქიდან გამოასახლა თავისი მოქალაქეები და გამოიყვანა საარმიო დანაყოფები, რის შემდეგაც ღაზის სექტორს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გამყოფი კედელი შემოარტყა.
რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?
ჰამასის მეთაურმა მოჰამედ დეიფმა მოუწოდა პალესტინელებს და სხვა არაბებს, შეუერთდნენ მათ ოპერაციას „(ისრაელის) ოკუპაციის გასანადგურებლად“.
ისრაელი ხედავ, რომ ომი შესაძლოა მრავალ ფრონტზე გაიხსნას.
ისრაელმა ჯარის მობილიზაცია გამოაცხადა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ხელისუფლების თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ "საომარ მოქმედებებზე გადასვლა", რადგან კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლა ქვეყანას არ შეუძლია იქამდე, სანამ ხელისუფლების გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის შესახებ არ იქნება მიღებული.
ისრაელი აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ ინტენსიურ საჰაერო თავდასხმას ღაზაზე. გარდა ამისა დაგეგმილი აქვთ სახმელეთო ოპერაციაც.
მასალა მომზადებულია BBC-ს სტატიის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ:
ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა