ქარიშხალ „მილტონს“ 12-მდე ადამიანი ემსხვერპლა - ბოლო ცნობები ფლორიდიდან

მილტონი

ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“, 12-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ქარიშხალ „მილტონის“ მიერ მიყენებული სრული ზარალის შეფასება, თუმცა აღნიშნა, რომ „წინასწარ მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს“ მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაში.

„შტატში კვლავ ძალიან საშიში მდგომარეობაა. ხალხი უნდა დაელოდოს ლიდერების მხრიდან შეტყობინებას, ვიდრე გარეთ გავლენ. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მე მუდმივ კონტაქტში ვართ შტატისა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ ვთავაზობთ მათ ყველაფერს, რაც სჭირდებათ“,​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ბაიდენმა.