ქალმა აღმოაჩინა, რომ დამატებით 5 ორგანო ჰქონდა - მას საშინელი „კუჭის ტკივილი“ აწუხებდა

ქალი

ქალმა, რომელსაც „საშინელი კუჭის ტკივილი" აწუხებდა, შეიტყო, რომ მისი სხეული შეიცავდა დამატებით ხუთ ორგანოს.

ავსტრალიელმა ქალმა, მელ პლაკანიკამ თქვა, რომ ის ებრძოდა ტკივილს მძიმე სისხლდენასთან ერთად. ამიტომ წავიდა ექიმთან და გამოკვლევები ჩაიტარა.

როგორც ქალი ამბობს, ის „განიცდიდა ყველაზე უარეს ტკივილს, რაც კი ოდესმე ჰქონია ცხოვრებაში".

ექიმებს თავდაპირველად ეგონათ, რომ მის საშვილოსნოზე სიმსივნე აღმოაჩინეს, მაგრამ ეს შედეგები მცდარი აღმოჩნდა.

მოგვიანებით დაადგინეს, რომ მელს ორი საშო ჰქონდა, ასევე ჰქონდა ორი საშვილოსნო, ოთხი საკვერცხე, ორი საშვილოსნოს ყელი და კიდევ დამატებითი თირკმელი.

გამოკვლევების შემდეგ, ქალმა გაიარა რამდენიმე პროცედურა, რათა მოეშორებინა დამატებითი ორგანოები.

ერთი საშვილოსნო და ორი საკვერცხე გაქრა და ახლა მას ერთი საშვილოსნოს ყელი აქვს.

თუმცა, ეს არ იყო მისი ტკივილის ერთადერთი წყარო, რადგან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი მიუთითებდა ენდომეტრიოზზე, რომელიც უზარმაზარ როლს თამაშობდა მის ტკივილში.