გლენ დისენი: განხილვის საგანი უნდა იყოს პრაგმატული, რა გზით შეუძლია არსებულ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა? მეორე ფრონტად არ ქცევა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია

გლენ დისენი

როდესაც შენზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მეზობელი ხარ, ამ ძლიერ მეზობელს ხშირად უჩნდება ცდუნება, რომ შედარებით მომცრო მეზობლის სუვერენიტეტი შელახოს. შესაბამისად არსებული უსაფრთხოების გამოწვევები საკმაოდ რეალურია, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა გლენ დისენიმ, ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.

წამყვანმა გლენ დისენის შემდეგი შინაარსის კითხვა დაუსვა: საქართველო მცირე ზომის სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც როგორც საერთაშორისო, ასე რეგიონული თვალსაზრისით დიდი გამოწვევების წინაშე იმყოფება. საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე ცვლილებების ფონზე, საქართველომ გადაწყვიტა რუსეთთან, ახალი საგარეო პოლიტიკის, ეგრეთწოდებული “პრაგმატული პოლიტიკის” წარმოება. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა აქამდე ცნობილი იყო როგორც მკვეთრად პროდასავლური (და ეს ასეც რჩება ამ ეტაპზე), ამავე დროს ვხედავთ ცვლილებას თბილისში, ეს ეხება არსებული რეალობის შესაბამისად აღქმას, საქართველომ, მცირე ზომის სახელმწიფომ, მოსკოვთან რაიმე გზით საერთო ენა უნდა გამონახოს, საქართველომ უნდა გაიაზროს რომ ვითარება შეცვლილია და წინ ცვლილებებია, რას ფიქრობთ ამ სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით?

გლენ დისენის განცხადებით, ამ კუთხით საქართველო საკმაოდ მძიმე ვითარებაშია.

„საქართველო საერთაშორისო სისტემის ფარგლებში საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. საქართველო შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოს. მცირე ან გნებავთ საშუალო ზომის სახელმწიფოსაც კი, რომელიც მსგავს ვითარებაშია, მაგალითად როგორც სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებია, ამ მცირე სახელმწიფოებს მართებთ სიფრთხილე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, გნებავთ საქართველო და რუსეთის გეოგრაფიული განლაგება ავიღოთ, საქმე იმავე მოცემულობასთან გვექნებოდა და გვაქვს კიდევაც. საყურადღებოა რომ ამ შემთხვევაში, მცირე თუ საშუალო ზომის სახელმწიფოებს აქვთ ყველა მიზეზი რათა საკუთარი სუვერენიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იფიქრონ, ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც შენზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მეზობელი ხარ, ამ ძლიერ მეზობელს ხშირად უჩნდება ცდუნება, რომ შედარებით მომცრო მეზობლის სუვერენიტეტი შელახოს.

შესაბამისად, არსებული უსაფრთხოების გამოწვევები საკმაოდ რეალურია, პრობლემა გახლავთ ის, რომ საერთაშორისო სისტემა დაფუძნებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონკურენციაზე. ხშირ შემთხვევაში როდესაც მომცრო ან საშუალო ზომის სახელმწიფო, შედარებით დიდი მეზობლის, კონკურენტ სახელმწიფოებსა ან მათ მიერ კონტროლირებად გაერთიანებებს უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მოუხმობს, როგორც ეს მაგალითად კუბამ გააკეთა საბჭოთა კავშირის მოხმობით ცნობილი კრიზისისას, ან გნებავთ საქართველო, საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს მოხმობით, ამ ნაბიჯით, შედარებით დიდ მეზობელს, მისი გადმოსახედიდან ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

სწორედ ასე იძაბება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონკურენცია, შედეგად კი ვიღებთ საერთაშორისო აქტორების მიერ ამ საფრთხეების მოხსნის მიზნით საკმაოდ სარისკო ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ამიტომაც რთულია ბალანსის პოვნა, რთულია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგალითად ერთი მხრივ საქართველოს სურს რომ მეზობელი სახელმწიფოებისგან შესაძლო აგრესია აღკვეთოს, მაგრამ ამავე დროს თბილის ფრთხილობს რომ არ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები, ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოში მოწვევა კი ალბათ ყველაზე პროვოკაციული ნაბიჯია, გამომდინარე აქედან სწორედ ეს მოცემულობა გახლავთ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. პრაგმატული პოლიტიკის გატარება აუცილებელია. სახელმწიფო შესაბამისად უნდა აღიქვამდეს მის ადგილს საერთაშორისო სისტემაში. ხშირ შემთხვევაში ეს იარლიყების მიკერების პოლიტიკა და რიტორიკა უსარგებლოა, პრორუსი, პროდასავლელი ან გნებავთ ანტირუსის ძახილი.

განხილვის საგანი უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური, რა გზით შეუძლია არსებულ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა? მეორე ფრონტად არ ქცევა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გლენ დისენიმ.