რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

policiis lenti

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. „ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე კაცია.

სააგენტოს ცნობით, ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.