პუტინი ამბობს, რომ ტრამპს „სიამოვნებით“ შეხვდება

ტრამპი პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკელ კოლეგას „სიამოვნებით“ შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ მსგავსი შეხვედრა ჩაინიშნება, ის „კარგად უნდა დაიგეგმოს“.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთი განიხილება.