ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ ერთ-ერთი მძევლის, შირი ბიბასის ცხედარი არ გადაუცია

შირი ბიბასი

„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის, - გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

„იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ მიღებული ცხედარი არ არის შირი ბიბასის, ან სხვა მძევლის ცხედარი. ეს არის უკიდურესი სიმძიმის დარღვევა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან, რომელიც, შეთანხმების თანახმად, ვალდებულია დააბრუნოს ოთხი გარდაცვლილი მძევალი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისინი „ჰამასისგან“ დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და შირი ბიბასის ცხედრის გადაცემას ითხოვენ.