„შეიძლება შემთხვევებმა იმატოს" - ჯანმო ჰანტავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1778702104
მეცნიერები ჩვენს გაოცებას კვლავაც აგრძელებენ - ამჯერად მათ ლაბორატორიაში თმის ფუნქციური ფოლიკულები გაზარდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თმის ცვენის მკურნალობის გზების კვლევისას, მეცნიერებმა უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწიეს. პირველად ისტორიაში, ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს თმის ისეთი ფოლიკულები, რომლებიც ბუნებრივად იზრდებიან და ზრდის ციკლებს განიცდიან.
აღსანიშნავია, რომ ფოლიკულები არა მხოლოდ გაიზარდნენ, არამედ კანის ქვედა ქსოვილებსაც დაუკავშირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტები ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა. ადამიანებზე გამოყენებამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი - მეცნიერებმა უნდა დახვეწონ ტექნოლოგია, რათა ლაბორატორიაში გაზრდილი თმა ადამიანის სკალპზე უსაფრთხოდ გადაინერგოს.