1739653968
პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც თაფლობის თვეში ყოფნის დროს ცოლი მოკლა, შემდეგ კი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა (უცხოეთი)
![ლენტი ლენტი](https://primetime.ge/uploads/files/2022/08/28/23626/lenti_w_h.jpeg)
ტენესის შტატში მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა თაფლობის თვეში ცოლის მოკვლის გამო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შემთხვევა 2024 წლის დეკემბერში, ფიჯის კუნძულზე ჩასვლიდან 2 დღეში მოხდა
„სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენების შემდეგ, მამაკაცი გაიქცა დანაშაულის ადგილიდან და ცოლი ოთახში მარტო დატოვა. მისი ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საათის შემდეგ“, - დასძინა ჰამზამ.
ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა იგი პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში დააკავა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფიჯის კუნძულებზე წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად ჩავიდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივებმა წყვილის კამათი გაიგონა. მათ მეორე დღეს საუზმე და ლანჩიც გამოტოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთის გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდა.