უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადი მზადაა, ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
მანამდე, ისრაელის მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, შეხვედრის შემთხვევაში შეერთებული შტატების დელეგაციაში იქნებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს.