უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი 24 მარტის ღამეს უკრაინაზე მასობრივ დარტყმას გეგმავს.
„გთხოვთ, დღეს საჰაერო განგაშის სიგნალებს ყურადღება მიაქციოთ. დაზვერვის ინფორმაციით, რუსები მასობრივ დარტყმას ამზადებენ. საჰაერო თავდაცვას შესაბამისი განკარგულებები უკვე მიეცა. გთხოვთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე და უკრაინაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური მუდმივად მუშაობს მტრის სადაზვერვო ქსელების წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იღებენ იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებით ეხმარება.
„ეს აშკარად დესტრუქციული საქმიანობაა და უნდა შეწყდეს, რადგან ეს მხოლოდ მეტ დესტაბილიზაციას იწვევს. ყველა ნორმალური სახელმწიფო დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.