როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი სახელად ამინი და როგორ გახდა პატრიარქის შვილობილი - ემოციური ისტორია

ამინი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში, პატრიარქის შესახებ უამრავი ისტორია გავიხსენეთ, ამჯერად კი გთავაზობთ ინგუში მუსლიმი ბიჭის ისტორიას, რომელიც ილია მეორის შვილობილი გახდა:

პატრიარქი პირველად 2013 წელს ვნახე, მექადან მოვდიოდი საქართველოს გავლით ინგუშეთში. ჩვენთან ასეთი წესია, როდესაც მექას მოილოცებ ნათესავებთან მიდიხარ და მათთან საქართველო ვახსენე, იცოდნენ ისტორია თუ როგორ გამოატანა პატრიარქმა ჩვენ პრეზიდენტს წერილი ჩვენი გვარისთვის.

როცა ჩამოვედი ვიკითხე, სად არის პატრიარქის რეზიდენცია. როდესაც ჭიშკართან მივედი და დაცვას ვკითხე: „აქ ცხოვრობდა თუ არა პატრიარქი“. დაცვამ მკითხა ვინ ვიყავი და ავუხსენი, რომ „ვარ მრწამსით მუსლიმი“. წერილი დავუტოვე დაცვას, რომ გადაეცათ, სადაც ჩემი მონაცემები იყო და 1 კვირის შემდეგ მირეკავს ტელეფონი. ხმაზე ვიგრძენი, რომ არამიწიერ ადამიანს ველაპარაკებოდი, პატრიარქი იყო. მან მითხრა, „ვიზიტით თურქეთში ვიყავი და ბოდიში მომიხადა ვერ შეგვხდითო“

მახსოვს, კიდევ რამდენჯერმე მომიბოდიშა და ვიუხერხულე, ასაკით ჩემზე უფროსი ადამიანის ხმა გაქვთ და ამდენ ბოდიშს თქვენ არ უნდა მიხდიდეთ-მეთქი. ბოლოს მკითხა: „ამინ, შეგიძლიათ კვლავ ჩამოხვიდეთ ჩემთან შენი ოჯახით?“ დავეთანხმე, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ნახვა. რჩევისთვის ჩემს უფროს ძმასთან წავედი, ის განათლებული კაცია და როდესაც ეს ვუთხარი სავარძელში იჯდა და წამოხტა, მითხრა რომ ბევრი რამ იცოდა საქართველოს პატრიარქის შესახებ. საღამოს 9 საათზე ვესტუმრეთ პატრიარქს გულში ჩამიკრა და მითხრა: „მე ბავშვობიდან ვთხოვდი ღმერთს, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მენახა და ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო.“ განაგრძეთ კითხვა...