ნეთანიაჰუს 8 ივნისამდე უნდა ჩამოაყალიბოს გეგმა ღაზის სექტორის, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით - ბენი განცი

ბენი განცი:

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ივნისამდე უნდა ჩამოაყალიბოს ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შეეხება ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს, - ითხოვს ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები წარმოუდგენელ სიმამაცეს ავლენენ ფრონტზე, ზოგიერთი ადამიანი, ვინც ისინი საბრძოლველად გაგზავნა, მოქმედებენ სიმხდალით და პასუხისმგებლობის ნაკლებობით. ზოგიერთი პოლიტიკოსი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ომის მოგება შესაძლებელია მხოლოდ მკაფიო და რეალისტური სტრატეგიული კომპასით. საჭიროა ცვლილებები აქ და ახლა“, – აღნიშნა განცმა.