ნეთანიაჰუ: ისრაელი ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს

ნეთანიაჰუ

დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ის ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ისრაელი „ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.

ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ დღეს ესაუბრა „ჩვენს მეგობარს“, დონალდ ტრამპს.

მისი თქმით, ტრამპს „სჯერა, რომ არსებობს შანსი, ისრაელის თავდაცვითი ძალებისა და აშშ-ის სამხედრო ძალების მასშტაბური მიღწევები გამოყენებული იყოს ომის მიზნების მისაღწევად შეთანხმების გზით - შეთანხმების, რომელიც დაიცავს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს“.

ამავდროულად, ნეთანიაჰუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელი „აგრძელებს დარტყმებს ირანსა და ლიბანში“.

„ჩვენ ვანადგურებთ სარაკეტო პროგრამასა და ბირთვულ პროგრამას და ვაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ ძლიერი დარტყმების მიყენებას“, - ამბობს ის.