1739302478
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ მძევლებს 15 თებერვლამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება
![ბენიამინ ნეთანიაჰუ ბენიამინ ნეთანიაჰუ](https://primetime.ge/uploads/files/2023/01/05/37043/beniamin-netaniahu_w_h.jpeg)
„ჰამასი“ მძევლებს შაბათამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჰამასი“ ჩვენს მძევლებს შაბათს შუადღემდე თუ არ დააბრუნებს, ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებენ, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ დამარცხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.