„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 8 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე - დიღომი. ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი.
საბურთალო - ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში“, - ნათქვამია განცხადებაში.