NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - თეთრი სახლის მრჩეველი

 მაიკ უოლცი

NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

„ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე ვერ ვხედავ, რომ შეერთებულ შტატებს სურდეს, უკრაინა გაწევრიანდეს ნატო-ში და შემდეგ ამერიკელი სამხედროები იყვნენ ვალდებულები, მეხუთე მუხლის ფარგლებში წავიდნენ პირდაპირ უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.

ამასთან, უოლცმა განაცხადა, რომ აშშ აბსოლუტურად ერთგულია NATO-სადმი და NATO-ს წევრებთან შეთანხმების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არის „სხვა საუბარი“.

როგორც უოლცმა აღნიშნა, აშშ სრულად დაუჭერს მხარს, თუ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას.