,,მსხვერპლს უშვებდნენ წრეზე და სხვა პიროვნებები პროცესს აკვირდებოდნენ...“ - P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ

შონ დიდი ქომბსი

P Diddy-ს ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მსხვერპლების მთავარმა ადვოკატმა ტონი ბაზბიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე, P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო მსხვერპლების უმეტეს რაოდენობაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა. მან ასევე დაასახელა ნივთიერების სახელწოდებაც და აღნიშნა, რომ ნივთიერებას ცხენების ტრანკვილიზაციისთვის იყენებენ.

,,როგორც წესი, მსხვერპლს იტყუებდნენ ისეთ ვითარებაში, სადაც სთავაზობდნენ სასმელს. სასმელში სხვა ნივთიერების გარევა ხდებოდა. როგორც კი ნივთიერება იწყებდა ზემოქმედებას, მსხვერპლზე იწყებოდა სექსუალური ძალადობა, მას უშვებდნენ წრეზე და სანამ სხვა პიროვნებები პროცესს აკვირდებოდნენ, მსხვერპლზე მიმდინარეობდა როგორც ვაგინალური, ასევე ანალური ძალადობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

თუ მსხვერპლები აღნიშნული სასმელის მიღებაზე უარს აცხადებდნენ, მათ წვეულებებიდან აგდებდნენ. ირკვევა, რომ თუ მსხვერპლები დახმარებას ითხოვდნენ, მათზე მიმდინარეობდა ფიზიკური ან ფინანსური მუქარა, ასევე გადაღებული ვიდეო-ფოტო მასალებით შანტაჟი.