ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა - მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელებაა

marburgi

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა. 

ჰამბურგის მთავარი სადგურიდან, 2 სტუდენტი მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს. 

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს ღებინება და გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდა.

მედია წერს, რომ 26 წლის სტუდენტს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც იმ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით მარბურგის ვირუსი დაუფიქსირდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანმომ ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ მონაცემები განაახლა.

2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები.

2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება. შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 30 რაიონიდან 7-ში. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარბურგის ვირუსი რუანდაში დაფიქსირდა.