იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ყველა ელოდება ამ პროცესს, - განაცხადა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ამ დანაპირების აღსრულებას უამრავი ადამიანი ელოდება, რომელიც ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
„აუცილებელია, რომ იმ რეჟიმს დაერქვას თავისი სახელი. ის რაც ბიძინა ივანიშვილმა დაჰპირდა საზოგადოებას, ახლა წინასაარჩევნოდ და თქვა, რომ ნიუბერგის პროცესი უნდა მოვუწყოთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის გამოც უამრავმა ადამიანმა წამება გაიარა, მათ შორის ჩვენც, დარწმუნებული ვარ თითოეული ის ადამიანი ვისაც შეეხო ეს უსამართლობა და ეს არაადამიანობა რაც მათ ჩაიდინეს, მოლაშვილის ოჯახი, კობა დავითაშვილის ოჯახი, ია მეტრეველის ოჯახი... უამრავი ადამიანი შეიძლება ჩამოთვალო მთელი დღის განმავლობაში, ყველა ელოდება ამ პროცესს. იმიტომ, რომ ამ პროცესზე გამოაშკარავდება აბსოლუტურად ყველა დანაშაული მათ მიერ ჩადენილი.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის 2008 წელი. მე, როგორც ფოტორეპორტიორს მახსოვს ის კადრები და ის მოვლენები, როგორც ხდებოდა და რაც ხდებოდა 2008 წლის პერიოდში. ეს არის ყველაზე უმძიმესი პერიოდი საქართველოში.
მადლობა უნდა ვუთხრათ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, იმ გუნდს, რომლის 12 წლის მმართველობაში მსგავსი რამე არ მომხდარა.
თითოეული ჩვენგანი ვინც მსხვერპლი ვიყავით იმ პერიოდის, აი უდანაშაულო ხალხი დაგვიჭირეს, სამწუხაროდ, შეეწირა ჩემი კოლეგა ერთ-ერთი ვინც ჩვენთან ერთად დაპატიმრებული იყო და ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ამ ყველაფერს. უამრავია ადამიანია მოლოდინში და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაპირები „ქართული ოცნების“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
მისი თქმით, გლდანის საპყრობილე იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი, სადაც მიდიოდა ადამიანების წამება და ეს ხმები ესმოდათ მასაც და დაპატიმრებულ მის სხვა კოლეგებსაც.
„ადამიანის ღირებულება იყო ნული. ეს სტატისტიკაც არსებობდა ოფიციალური, როდესაც პატიმრების სიკვდილიანობით საქართველო იყო მოწინავე. ციხეები გადავსებული იყო, ორთაჭალის ციხეში რაც მოხდა ე.წ. ბუნტის დროს, რამდენი ადამიანი დაიხოცა. მე მახსოვს ის კადრები, როდესაც მშობლები იყვნენ გარეთ და შეძახილები იყო, პატიმრის სახელს ეძახდნენ და იქიდან პასუხობდნენ მოკლეს. ძალიან დიდი უბედურება გაიარა ჩვენმა ხალხმა. და ახლა უბედურება ის არის, რომ უკან დაბრუნებას ცდილობენ და იგივე დაპირებას იძლევიან, რომ იმ გზას გააგრძელებენ, რასაც აკეთებდნენ.
პირადად მე, ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რისთვის დამიჭირეს?“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ სათავეში აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
გიორგი აბდალაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ არ ეწევა წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან ის ემზადება 27 ოქტომბრისთვის.