იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, თუ როგორი შედეგებით დასრულდება არჩევნები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, დღის წესრიგში ყოფნა-არყოფნის საკითხია.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არ მთავრდება ასეთი მნიშვნელობის არც არჩევნები, არც პოლიტიკური გარემოება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში და ამ დროს, რა თქმა უნდა, ძლიერი დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნების ინტერესებს თავის ინტერესებს არგებენ ხოლმე. თუ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები არ დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. აი, ეს მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნებია. ყოფნა-არყოფნის საკითხია, საქართველოში იქნება მშვიდობა თუ არა, განვითარდება ქვეყანა თუ არა“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.