სენსაციური თევზი, ადამიანის სახით - მისი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტსივრცეში (ფოტო)
1731359537
„ჰოლივუდის ყველაზე ბნელი და სკანდალური საქმე",- ასე აფასებს Puff Daddy-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო მედია. ყოველდღე ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ნიუ-იორკის სასამართლოში ახალი სარჩელი შედის.
ვინ არის puff daddy და საიდან მოიპოვა მან ამდენი ძალაუფლება
შონ დიდი ქომბსი იგივე puff daddy ნიუ-იორკში დაიბადა. რეპერის დედა მასწავლებლის ასისტენტი იყო, მამა კი აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი წევრი, რომელიც ამერიკელ განგსტერთან, ფრენკ ლუკასთან თანამშრომლობდა. რეპერი 2 წლის იყო, როდესაც მამა ნარკოტრანზაქციის დროს თავისივე მანქანაში დაუხვრიტეს.
puff daddy-ი ბავშვობიდანვე რეპით იყო გატაცებული, ის დაიანა როსის და სხვა ცნობილი არტისტების მუსიკალურ ვიდეოებში ხშირად იღებდა მონაწილეობას. გარკვეული დროის განმავლობაში გაზეთების დამტარებლად მუშაობდა. შემდეგ კი სწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დაიწყო. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოიპოვა მან დიდი პოპულარობა - ის მდიდრულ წვეულებებს აწყობდა, რომელსაც ათასობით სტუმარი ესწრებოდა. ეპატიჟებოდა ცნობილ სახეებს. ასე მიიქცია ამერიკული ჩამწერი სტუდიის Uptown Records-ის დამფუძნებლის, ანდრე ჰარელის ყურადღება, რომელმაც დიდი სტაჟირებისთვის ნიუ-იორკში მიიწვია.
Uptown Records-ში მუშაობამ puff daddy-ის გადააწყვეტინა თავისი ჩამწერი სტუდია Bad Boy Records-ი დაეარსებინა, რომელმაც მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ისეთი შემსრულებლები, როგორებიც მირაია ქერი და ჯენიფერ ლოპესი არიან puff daddy-ის დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავდნენ. ის მუსიკალური კარიერის აწყობაში არაერთ ვარსკვლავს დაეხმარა.
ასე გახდა შონ დიდი ქომბსი მუსიკალური მაგნატი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი. სხვადასხვა დროს მას მიღებული აქვს გრემის სამი პრემია. 54 წლის რეპერი მუსიკის გარდა ქმნიდა სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ტელევიზიის, მოდისა და ალკოჰოლის სფეროში.