პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, რომელმაც 2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, თავისი მედალი უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ფონდს გადასცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: შეწყდეს ცეცხლი, შედგეს ტყვეების გაცვლა, მხარეებმა დაიბრუნონ გარდაცვლილთა ცხედრები, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები, უზრუნველყოფილი იყოს ლტოლვილთა საჭიროებები. რა შეგვიძლია ჩვენ? გავუზიაროთ მშვიდობიან ლტოლვილებს, დაჭრილებსა და ავადმყოფ ბავშვებს ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია და სხვისთვისაც ღირებულს წარმოადგენს.
„ნოვაია გაზეტამ“ და მე გადავწყვიტეთ, გადავცეთ 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ფონდს. ლტოლვილთა რიცხვმა უკვე 10 მილიონს გადააჭარბა. ვთხოვ სააუქციონო სახლებს, დაგვიკავშირდნენ და გაყიდონ ეს საქვეყნოდ ცნობილი ჯილდო აუქციონზე“, - აცხადებს დიმიტრი მურატოვი