მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები შეაჩერა

მიუნხენის აეროპორტ

მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები შეაჩერა.

მიუნხენის აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუქმდა 17 რეისი და შეფერხდა 3 000 ადამიანის მგზავრობა.

ამასთან, აეროპორტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ნიურნბერგში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა.

ვარაუდობენ, რომ დღეს აეროპორტი გაიხსნება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, დრონების დაფიქსირების გამო, აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.