მინდა დავრწმუნდე, რომ პუტინი საკუთარ სიტყვას შეასრულებს - ვფიქრობ, ასეც მოიქცევა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინი დანაპირებს შეასრულებს და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პასუხისმგებლობას აიღებს. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, რუსეთზე ეკონომიკური წნეხი გააძლიეროს.

ტრამპმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ, იშვიათი წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვს.

"მსურს, პუტინმა შეთანხმება დადოს, იმისთვის, რომ რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების, ისევე როგორც სხვების, სიკვდილი შეჩერდეს. მინდა დავრწმუნდე, რომ პუტინი საკუთარ სიტყვას შეასრულებს — და, ვფიქრობ, ასეც მოიქცევა. არ მსურს მის ნავთობზე მეორადი ტარიფების დაწესება, მაგრამ თუ მომეჩვენება, რომ ის თავის საქმეს არ აკეთებს, ამას მაინც გავაკეთებ. ახლა ზელენსკის ჯერია — იმედი მაქვს, ისიც იგივეს გააკეთებს. ვხედავ, რომ ცდილობს იშვიათი ელემენტების შეთანხმება გადახედოს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ევროპელები საკუთარ ფულს უკან იღებენ, ჩვენ კი არა — ბაიდენი უუნარო პრეზიდენტი იყო. მას ან იშვიათი მიწის ელემენტები უნდა მოეთხოვა, ან სესხებზე რაიმე ფორმით გარანტიები. რაც ევროპამ გააკეთა. ისინი ამბობენ: რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში იქნება დადებული. პირველი -ეს არასდროს განხილულა. მეორე მათ პუტინამდე დიდი ხნით ადრე უთხრეს, რომ ნატოში ვერ შევიდოდნენ. შესაძლოა, ეს იყოს ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც", - განაცხადა ტრამპმა.