ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
1743437746
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 1670 ადამიანი. ამასთან, ელიან, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამაშველო სამსახურები „უზარმაზარი ზარალის“ შესახებ იუწყებიან.
28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც იგრძნობოდა.