უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
ბიოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა ვიეტნამიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან ზღვის რწყილის გიგანტური სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი პერსონაჟის დართ ვეიდერის სახელი დაარქვეს. ახლად აღმოჩენილი ზღვის რწყილის სახელი Bathynomus vaderi-ია. ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების თქმით, ზღვის რწყილის თავი ბნელი ლორდის დართ ვეიდერის ჩაფხუტს ჰგავს.
ახლად აღმოჩენილი ზღვის რწყილი მეცნიერებმა „სუპერგიგანტების“ ჯგუფს მიაკუთვნეს. ისინი 32,5 სანტიმეტრამდე შეიძლება გაიზარდონ და კილოგრამზე მეტს იწონიდნენ. ეს სახეობა ვიეტნამის კუნძულებზე აღმოაჩინეს.