საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

amindi- yinva

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება. ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

„დღეს საქართველოში ერთდღიანი გამოდარება გვექნება და შესაბამისად, ნალექი შეწყდება, ხვალიდან, 16 იანვრიდან კი, კვლავ განახლდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც - დასავლეთის დაბლობზე ყველგან, აღმოსავლეთის ბარში კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა.

მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის მიუხედავად ჩვენს მშვენიერ ქალაქებში თოვლი არ იქნება“, - წერს მეტეოროლოგი.