„იმედი“ ავრცელებს მასალას, რომლის მიხედვით, ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება (ვიდეო)

„იმედი“ ავრცელებს მასალას, რომლის მიხედვით, ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება (ვიდეო)

ვიდეო კადრები სასტუმრო შერატონის მისაღებიდან - „იმედი“ ავრცელებს მასალას, რომლის მიხედვით, ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება. ამ კადრის შემდეგ უკვე ჩანს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ცხვირზე დაზიანებით ძირს არის და მას დაცვა აყენებს.

იქამდე გიორგი გახარიას გუნდელებმა განაცხადეს, რომ მათ ლიდერს თავს სასტუმროში მისვლისთანავე, მომენტალურად ათი პირი დაესხა.

ფაქტი გუშინ მოხდა. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვან. მან სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა.