“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატები უნდა ჩამოცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იგივე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, ამიტომ, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იგივე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომელთა საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირვება და რევოლუცია. ამიტომ ცხადია, რომ მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დაცვას ემსახურება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.