1739128274
მედია მსახიობ ჰეკმანის, მისი მეუღლისა და ძაღლის გარდაცვალების შესაძლო მიზეზს ასახელებს

ამერიკელი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 27 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი იყო მათი ძაღლიც.
სანტა-ფეს ოლქის შერიფის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება“.
თუმცა, შერიფმა არ დაასახელა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. დღეს მედიაში, მსახიობ ჰეკმანის, მისი მეუღლისა და ძაღლის გარდაცვალების შესაძლო მიზეზის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
პოლიცია, ამ დროისთვის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
„ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილმა, ელიზაბეტ ჯინ ჰეკმანმა თქვა, რომ ტოქსიკური ორთქლი შეიძლება იყოს გარდაცვალების მიზეზი", - აღნიშნა გამოცემამ.
TWZ-ის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები „არ გამორიცხავენ სხვა ვერსიასაც და აგრძელებენ გამოძიებას“.
ჰეკმენისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 27 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში. მსახიობი 95 წლის იყო.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია: „გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს ნაცრისფერი სპორტული შარვალით, ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი მაისურით, ყავისფერი ჩუსტებით და ხელჯოხით. სავარაუდოდ, მამაკაცი ადგილზე მოულოდნელად დაეცა. გარდაცვლილ მამაკაცს აღენიშნებოდა სიკვდილის ისეთი თანმიმდევრული ნიშნები, როგორიც გარდაცვლილ ქალს ჰქონდა“.
ბეტსის სიკვდილის სცენა
გარდაცვლილი ქალის მახლობლად მაგიდაზე იპოვეს ნარინჯისფერი წამლის ბოთლი, რომელიც რეცეპტით იყო გამოწერილი. ბოთლი ღია იყო და ტაბლეტები მიმოფანტული იყო მაგიდაზე. ასევე ცხედრის გვერდით იყო გამათობელი, რომელიც, გამოძიების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამათბობელი ქალის დაცემის შემდეგ ჩამოვარდნილიყო.
რატომ იყო სახლის კარი ღია?
სახლში მისულ ტექნიკურ მუშაკებს შესასვლელი კარი ღია დახვდა. პოლიციელები ადასტურებენ, რომ კარი ძალის გამოყენებით არ გაუღიათ. თუმცა უცნობია, რამდენი ხანი იყო კარი ღია. გამოძიება მიიჩნევს, რომ უნდა გაირკვეს რა ვითარებაში გაიღო კარი და რამდენი ხნით. საყურადღებოა, რომ ოჯახის ერთ-ერთი ძაღლი იქვე ბაღში იყო.
რატომ იყო გარდაცვლილი ძაღლი კარადაში?
ცოლ-ქმრის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ, ქალის ცხედართან ახლოს, აბაზანის კარადაში გარდაცვლილი ძაღლი იპოვა.
პოლიციის განცხადებაში არ არის ნათქვამი კარადის კარი ღია იყო თუ დაკეტილი, მაგრამ პოლიციამ დაადასტურა, რომ აბაზანის კარი ღია იყო.
როდის ჰქონდათ ბოლო კონტაქტი ჰეკმანთან და მის მეუღლესთან ტექნიკურ მუშაკებს?
საქმეში ჩვენება მისცა ორმა პირმა, რომელიც ამბობს, რომ ჰეკმანთან და მის მეუღლესთან ბოლო კონტაქტი ორი კვირის წინ ჰქონდათ. მათივე თქმით, ისინი იშვიათად ხედავდნენ სახლის რუტინული მოვლა-პატრონობის დროს.
მათთან მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით და ტელეფონით კონტაქტობდნენ. ძირითადად უკავშირდებოდნენ სახლის მეპატრონე ქალს.
რაც შეეხება გარდაცვალების ვერსიას, ექსპერტიზის ჩატარების დროს, არ აღმოჩნდა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა მილსადენებს საცხოვრებელ სახლში, ან მის გარშემო. მსახიობის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ისევ გრძელდება.
ჯინ ჰეკმანის კარიერა ექვს ათეულ წელს ითვლის. მას მიღებული აქვს ორი „ოსკარი“, ორი „ბაფტა“, ოთხი „ოქროს გლობუსი“ და მსახიობთა გილდიის ჯილდო.