ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ.
ილონ მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია: "შესანიშნავი ახალი კვლევა, რომელიც ლაიამან სტოუნმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ შობადობის მხარდამჭერი წახალისება და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლება გამოიწვია 42%-იანი ზრდა მშობლობის მაჩვენებელში დაქორწინებულ მართლმადიდებელ ქართველ წყვილებში და 100%-იანი ზრდა მესამე და მეტი შვილის გაჩენაში. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება".