ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა
1740767580
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში, ჯამში, 1 200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა.
სტიქიის პირველივე დღეებიდან გურიის რეგიონში მობილიზებულია მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა: შვიდი ერთეული მუხლუხებიანი ბულდოზერი, სამი ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი ავტომანქანა მერქნული რესურსის დატვირთვისთვის და 15 ერთეული თვითმცლელი საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, სამი ერთეული ბურანი.
სათბობი მერქნით გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება.