„ავტომობილი ერთი ხიდიდან მეორეზე გადმოვარდა“ - რა მოხდა გმირთა მოედანზე
1732824318
„არასოდეს არავისი სიკვდილი მნდომებია. არასოდეს, არცერთი წამით, არ მსურდა ჩემი ცოლის სიკვდილი. ასეთ შედეგს არ ველოდი“, - განაცხადა ბიშიმბაევმა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სხდომაზე.
ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.
როგორც ბიშიმბაევმა თავის გამოსვლაში თქვა, "დამნაშავეა, მაგრამ არა განზრახ მკვლელობაში". მისი თქმით, დაკავების მომენტიდან, ის მხოლოდ სიმართლეს ამბობს და არ უცდია პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.
ბიშიმბაევმა მიმართა ნაფიც მსაჯულებს და მოუწოდა მათ „არ აჰყვნენ პროპაგანდას, რომელიც გაჩაღებულია სოციალურ ქსელებში“.
„დამნაშავე ვარ მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, რამაც გამოიწვია სიკვდილი გაუფრთხილებლობით. მე ვარ დამნაშავე, მაგრამ არა განზრახ მკვლელობაში“, - გაიმეორა ბიშიმბაევმა.
მისი თქმით, ბრალი წაუყენეს „რეალური მტკიცებულების გარეშე“.
„ჰკითხეთ საკუთარ თავს, დაამტკიცა თუ არა პროკურატურამ ჩემი დანაშაული განზრახ მკვლელობაში. ან დადასტურდა თუ არა ჩემი დანაშაული სალტანატის სისტემატურ წამებაში. როგორ შეიძლება ასეთი ბრალდების წაყენება რეალური მტკიცებულების არსებობის გარეშე?ვინც ეს გააკეთა, მათ იცოდნენ ჩვენი , მე და სალტას, ერთობლივი ცხოვრების შესახებ“, - მიმართა კუანდიკ ბიშიმბაევმა ნაფიც მსაჯულებს.
მან მოუწოდა ნაფიც მსაჯულებს, იყვნენ „ობიექტურები, სამართლიანები და ჰუმანურები“ გადაწყვეტილების მიღებისას და არ გახდნენ „სიძულვილის და შურისძიების ბრმა იარაღი“.
„ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიყავი ადრე, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზე ვიკავებდი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვიმსახურებ მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს“, - განაცხადა ბიშიმბაევმა.
კუანდიკ ბიშიმბაევის ბიძაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო, ბრალად ედება დანაშაულის დამალვას.
გახმაურებულ საქმეზე, სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
ნაფიცი მსაჯულები განაჩენს რამდენიმე დღეში გამოიტანენ.