მაშველებმა ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები ამოიღეს

ნკ

 მაშველებმა ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები ამოიღეს. საბორტო ჩანაწერები, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიას გადაეცა, სადაც მონაცემთა ანალიზი ჩატარდება. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ცნობით, კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება.

ავიაკატასტროფა ვაშინგტონში მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავისა და შტატების არმიის კუთვნილი ბლეკ ჰოუკის ტიპის ვერტმფრენის შეჯახების შედეგად, ორივე ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაღუპულად გამოცხადდა.

ცნობილია, რომ 67 დაღუპულიდან მაშველებმა ამ დროისთვის 27-ის ცხედრის ამოყვანა შეძლეს.