1741932481
უბნები, სადაც გაზმომარაგება აღდგა - „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ მორიგ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:
„ამ წუთის მონაცემებით:
დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია.
ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.
საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.
სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.