6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით
1711373640
ევროკავშირს სურს აშშ-სთან სწრაფი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების დაწესების საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ, ჩავერთოთ დიალოგში და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ევროკავშირი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ სავაჭრო პარტნიორს, რომელიც უსამართლოდ ან თვითნებურად დააწესებს ტარიფებს ევროკავშირის საქონელზე“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.
ამასთან, კეთილდღეობისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა, სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაიცავს საკუთარ ინტერესებს.
„სავაჭრო ომში მხოლოდ წაგებულები არ არიან – შესაძლოა, ეს არის ამ დისკუსიის დასკვნა, რაც მაფიქრებინებს, რომ ევროპა, ცხადია, დაიცავს საკუთარ ინტერესებს ამ პერიოდში და ჩვენ უკვე მოვამზადეთ ინსტრუმენტები ევროპული ინტერესების დასაცავად ამ პერიოდში“, – განაცხადა სტეფან სეჟურნმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.
„კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.