მარკ რუტე: ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან კარგი შეთანხმება დადო, ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმება ბირთვულ შესაძლებლობებს ამცირებს

მარკ რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ირანისა და აშშ-ის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ჰორმუზის სრუტეში „ნავიგაციის თავისუფლებას აღადგენს“.

„ნამდვილად მივესალმები შეთანხმებას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა კარგი შეთანხმება დადო. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმება ბირთვულ შესაძლებლობებს ამცირებს. იგივე ეხება ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ ევროპას და მსოფლიოს სხვა ნაწილებს, ასევე ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას. როგორც ხედავთ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში, ისინი განიხილავენ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. თუ ნატო-ს შეუძლია რაიმეს გაკეთება  ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის“, – აღნიშნავს მარკ რუტე.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ ალიანსის ძალების მოდელში აშშ-ის წვლილის შემცირება „სწრაფად“ განხორციელდება, თუმცა რუტეს თქმით, ის  დარწმუნებულია,  რომ  „ყველა მოკავშირე, მათ შორის აშშ, გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლია“, თუ ნატო-ს რომელიმე ქვეყანა ჩაერთვება ომში.