მამაკაცი, ვეშაპმა ჯერ გადაყლაპა და შემდეგ პირიდან გადმოაგდო - შემთხვევა ჩილეში მოხდა

ვეშაპი

მამაკაცი, ვეშაპმა ჯერ გადაყლაპა და შემდეგ პირიდან გადმოაგდო. შემთხვევა ჩილეში მოხდა.

„წამით გავიაზრე, რომ რაღაცის პირში ვიყავი და რომ შესაძლოა მან შემჭამა. თვალები დავხუჭე და როცა ისევ გავახილე, მივხვდი, რომ ვეშაპის პირში ვიყავი“, - განუცხადა 23 წლის მამაკაცმა BBC-ს.

ის ასევე ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ამ დროს ხედავდა, იყო მუქი ლურჯი და თეთრი.

ვენესუელელი კაიკერი შემთხვევის დროს, მამამისთან ერთად, ჩილეს პატაგონიის სანაპიროზე მაგელანის სრუტეში სეირნობდა.

თუმცა, რამდენიმე წამში ვეშაპმა ის უკან გადმოაგდო.

ველური ბუნების ექსპერტის თქმით, მსგავსი ტიპის ვეშაპებს ვიწრო ყელი აქვთ, რომელიც განკუთვნილია პატარა თევზისა და კრევეტების გადასაყლაპად.

„მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ გადაყლაპონ დიდი ობიექტები, როგორიცაა კაიაკები, საბურავები ან თუნდაც დიდი თევზი, როგორიცაა ტუნა. ამიტომ, საბოლოოდ, ვეშაპმა ის გადმოაფურთხა, რადგან ფიზიკურად მისი გადაყლაპვა შეუძლებელი იყო“