ლედი გაგამ ახალი სიმღერის თიზერი გამოაქვეყნა

ლედია გაგა

პოპ ვარსკვლავი პარასკევს, 25 ოქტომბერს, ახალ სიმღერას გამოუშვებს. ეს ლედი გაგას მომავალი ალბომის პირველი სინგლია. ალბომი, LG7, სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში გამოვა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lady Gaga (@ladygaga)

გუშინ გაგამ გამოაქვეყნა 10 წამიანი ფრაგმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, ოფიციალური მუსიკალური კლიპიდანაა. სიმღერის სახელია Disease ანუ დაავადება.

მოკლე ვიდეოში ჩანს, რომ მომღერალი გაურბის მანქანას, რომელიც მისკენ მიემართება. თეთრ კაბაში ჩაცმული, პანიკაში ჩავარდნილი გაგა რამდენჯერმე ტრიალდება იდუმალი მძღოლისკენ, თან ცდილობს მას გაექცეს.

თიზერში შემზარავ კადრებთან ერთად დრამატული ფორტეპიანოს ხმა ისმის. შემდეგ Disease-ს ლოგოა ნაჩვენები. მის ზემოთ კი, ტრეკის გამოშვების თარიღის ეწერება.